ნიღაბი აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და ასუფთავებს ფორებს. მისი მომზადება ძალიან ადვილია. გაიკეთეთ ის ყოველ 10 დღეში და თქვენი კანი მუდამ სუფთა და ჯანმრთელი იქნება.
დაგჭირდებათ:
თაფლი.
საკვების სოდა.
წყალი.
სოდა ასუფთავებს ფორებს, ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, კლავს
თაფლი არბილებს სოდის, ცოტა არ იყოს, აგრესიულ მოქმედებას, აქვს მადეზინფიცირებელი თვისება და ხელს უშლის ანთებითი პროცესის განვითარებას, დაზიანებულ უჯრედებს კი აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს აწვდის.
მომზადების წესი:
1 სადილის კოვზ სადას დაუმატეთ 2 სადილის კოვზი თაფლი (ჩაშაქრებული არ უნდა იყოს) და კარგად აურიეთ. თუ ნიღაბი სქელი გამოვიდა, ცოტა წყალი დაუმატეთ.
წაისვით მიღებული მასა სახეზე და ერთი-ორი წუთის განმავლობაში თითებით კანი დაიზილეთ - თითქოს ჭუჭყს იცილებთ.
ნიღაბი გაიჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და დამატენიანებელი კრემი წაისვით.
სოფიო ბულაური