14 აპრილი, 2016
სასმელი, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ უნდა დალიოთ
ეს სამკურნალო სასმელი ბევრ დაავედებას შველის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ და მხოლოდ ხუთ წელიწადში ერთხელ დალიოთ, რადგან ძალიან ძლიერია.

ამ პრეპარატის ძირითადი ინგრედიენტი ნიორია. ნივრის ძლიერი ანტიმიკრობული და სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი.

ეს ხალხური სამკურნალო საშუალება ძალზე ეფექტურია ფილტვების დაავადებების, ათეროსკლეროზის, სინუსიტის, ართრიტის, ჰიპერტონიის, რევმატიზმის, ჰემოროის, იმპოტენციისა და გასტრიტის დროს. ის, ასევე, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მხედველობას და სმენას. ნიორი ხელს უწყობს წონის დაკლებას.

ინგრედიენტები:

350 გრამი ნიორი.

200 მილიგრამი რომი
ან 95%-იანი სპირტი.

თუ სამკურნალო ნაყენისთვის ალკოჰოლის შეძენას მაღაზიაში აპირებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შეიცავდეს ბენზალკონიუმის ქლორიდსა და მეთანოლს.

მომზადების წესი:

ნიორი გაფცქვენით და გაქენით, შეურიეთ ერთმანეთში მიღებული ნივრის ფაფა და რომი ან სპირტი, კარგად აურიეთ და მოათავსეთ შუშის ქილაში. შეინახეთ მაცივარში ორი კვირის განმავლობაში.

გამოყენების წესი:

დალიეთ ჭამის წინ 12 დღის განმავლობაში შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით: საუზმის წინ ერთ სადილის კოვზ წყალს დაუმატეთ 1 წვეთი ნაყენი, სადილის წინ - 2 წვეთი, ვახშმის წინ - 3 წვეთი.

დოზირების წესი მკაცრად უნდა დაიცვათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სოფისტი
ქილა თიხის უნდა იყოს და კიდევ ბევრი რამ საკუთარი გემოვნებით გიწერია.რძე აუცილებელი და მაგ წამალი ტიბეტში ქვებზე დაწერილი იპოვეს და არამგონია მაცივარიც ყოფილიყო ნახსენები ტექსტში. მოკლეთ თვითონ გვერდია არა სერიოზული როგორც ჩანს.
02:24 / 22-08-2016
გამოხმაურება / 0 /
დარე
აქამდე რძესთან ერთად ილეოდა
08:49 / 11-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS