41 წლის ნატაშა კარალიოვა გაზაფხულს მომზადებული შეხვდა. მომღერალმა თმის ფერი შეიცვალა, გახდა და საშუალო ასაკის კრიზისით გამოწვეულ დეპრესიასაც გაუმკლავდა.
კარალიოვამ ჟურნალისტებს, მიმზიდველი სხეულისა და იდეალური განწყობის შექმნის საიდუმლო გაუმხილა.
სხვა ცნობილი სახეებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიტნეს ცენტრებში საათებს ატარებენ, ნატაშა მიიჩნევს, რომ იდეალური სხეულის ჩამოყალიბება სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
"ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სავარჯიშო - ღრმა ჩაჯდომებია, ნელ ტემპში. ვდგები კარის პირ
მომღერალი დღეში 100 ჩაჯდომას აკეთებს. დამწყებებს კი ურჩევს, დღეში 10-15 ჩაჯდომას, ორ მისვლაზე.
ნატაშა კარალიოვა ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და არაჯანსაღი საკვები რაციონიდან ამოიღოს. ტკბილზე უარის თქმითა და ცილების დიეტის დაცვით, მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. იმისთვის, რომ ორგანიზმს სასარგებლო პროდუქტის მიღების ნაკლებობა არ განეცადა, მან სპეციალური ვიტამინები შეარჩია.
"როცა 40 წელს მივუახლოვდი, მივხვდი, რომ ჩემს ორგანიზმს დახმარება სჭირდებოდა და მოვძებნე ექიმი, რომელიც იმ ვიტამინების კომპლექსს შემიდგენდა, რაც შრომისუნარიანობას შემინარჩუნებდა. ზამთრის ბოლოს, ყოველწრიულად ვიტარებ სისხლის ანალიზს. პასუხების მიხედვით, ექიმი ვიტამინებისა და მინერალების საჭირო კომპლექსს მიწერს - მიკროელემენტები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, თევზის ცხიმი" - საუბრობს ვარსკვლავი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნაოკო ვატანაბე