12 აპრილი, 2016
გამომცხვარი ხახვი მოგიშუშებთ იარებს და გაგათავისუფლებთ ფურუნკულებისგან
ხახვის ძლიერი ანტიბაქტერიული თვისება ყველასთვის ცნობილია. ნედლი ხახვის წვენისა და თაფლის ნაზავით ხალხურ მედიცინაში მკურნალობენ ხველებას, ბრონქიტსა და პნევმონიას. გახეხილი ხახვის კომპრესები აუჩებს ყურის ტკივილს და თუ ფეხებზე დაიდებთ, სხეულის ტემპერატურის დაბლა დაწევაც შეუძლია.

ხახვის პოპულარობის მიუხედავად, ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ სასარგებლოა არა მხოლოდ ნედლი, არამედ გამომცხვარი ხახვიც. თერმული დამუშავებისას ის არ კარგავს თავის თვისებებს.

"გამომცხვარი" ხახვი:

1. დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ წყლულებსა და ძნელად შეხორცებად ჭრილობებს.
თავი ხახვი გაუფცქვნელად შეწვით ჰაერღუმელში და მტკივან ადგილზე მიიდეთ, მალე
მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდება.

2. ფურუნკულების სამკურნალოდ შემწვარი ხახვის კომპრესი დღეში ერთხელ 20 წუთით დაიდეთ მტკივან ადგილზე.
მალე ფურუნკული გაქრება.

3. ღუმელში გამომცხვარი ხახვით ჰემოროის მკურნალობაც შეიძლება. ხახვის კომპრესებს აქვთ მადეზინფიცირებელი თვისება და კანის ქსოვილს სწრაფ რეგენერაციაში ეხმარება.

4. შემწვარი ხახვი ხშირად უნდა გამოიყენონ მათ, ვისაც სისხლის შედედების პრობლემები აწუხებს.
ინფარქტის ან ინსულტის შემდეგ ასეთი ხახვი ყოველდღე უნდა მიირთვათ.

5. ღუმელში გამომცხვარი ხახვი ხშირად უნდა მიირთვან დიაბეტიანმა ან შაქრის დონის ცვალებადობისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა. შეგიძლიათ ხახვი ძირითად კერძებთან ერთად ან ყოველ დილით უზმოზე მიირთვათ. უკვე ერთ კვირაში შედეგი შესამჩნევი გახდება. ხახვში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებასა და კუჭქვეშა ჯირკვლისა და ღვიძლის გამართულ მუშაობას.

6. გამომცხვარი ხახვის ხშირად მირთმევა აუმჯობესებს ჰიპერტონიითა და ათეროსკლეროზით დაავადებულთა მდგომარეობას.

შეარჩიეთ საშუალო ზომის ხახვი - სამკურნალო მიკროელემენტები მათში ყველაზე მეტია.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS