12 აპრილი, 2016
მეცნიერებმა დაადგინეს როგორ განიკურნება მამაკაცის უნაყოფობა
ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა.

კანაბინოიდის რეცეპტორი, ეგრეთწოდებული "„CB2", ეხმარება სპერმის რეპროდუქციას. ამაზე იტალიელი მეცნიერები ალაპარაკდნენ.

მეცნიერების თქმით, ეს მამაკაცის უნაყოფობის განკურნების შესაძლებლობას იძლევა.
კვლევის პროცესში, მეცნიერება თაგვები სამ ჯგუფად გაანაწილეს და სხვადასხვა ქიმიურ პრეპარატებს აწვდიდნენ.

პირველი ჯგუფი იღებდა "„CB2" რეცეპტორის სპეციფიკურ აქტივატორს. მეორე ჯგუფს აძლევდნენ "„CB2" რეცეპტორის ინჰიბიტორს. მესამე ჯგუფი მაკონტროლებელ ფუნქციას ასრულებდა და მხოლოდ მარილიან ხსნარს იღებდა.

ექსპერიმენტის შედეგად გაირკვა, რომ თაგვები, რომლებიც აქტივატორს იღებდნენ, სპერმის გამომუშავება დაჩქარებული იყო. როცა მეორე ჯგუფის თაგვების შემთხვევაში, რომლებიც
ინჰიბიტორს იღებდნენ, პირიქით მოხდა - სპერმის გამომუშავება შეფერხდა.

"ამ კვლევის მთავარი მიზანი, მამაკაცის უნაყოფობასთან ბრძოლა იყო. უნაყოფობა მსოფლიო პრობლემაა, რასაც შეუღლებული წყვილების 15 % რეგულარულად აწყდება" - აღნიშნიშნეს მეცნიერებმა.

აქედან გამომდინარე, კანაბინოიდები, მამაკაცის უნაყოფობასთან ბრძოლის ახალ შესაძლებლობას იძლევა.

კანაბინოიდური რეცეპტორების ფიზიოლოგიური როლი, ბოლომდე გათავისებული დღემდე არ არის. სავარაუდოდ ის დაკავშირებულია მოძრაობის პროცესზე, მეხსირებაზე, ემოციის ფორმირებაზე, ტკივილის მგრძნობელობასა და იმუნიტეტთან.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS