12 აპრილი, 2016
ქეით მიდლტონის უმი საკვების დიეტა: ჰერცოგინია თვალსა და ხელს შუა დნება
ქეით მიდლტონი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ბრიტანეთის პრინცის მეუღლის ახლანდელ გრაციოზულობასა და გაუმჯობესებული თმისა და კანის სტრუქტურაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ბოლოდროინდელი გამოკითხვით, ქეითმა მოხდენილობით ქეით მოსსაც კი აჯობა.

პრესა ქეითის სხეულზე პირველად ქორწინებისას ალაპარაკდა, როცა პატარძალი 55 კილოს იწონიდა და ბრიტანული საზომით, 8 ზომის კაბა ეცვა. ამბობდნენ, რომ წონის დასაკლებად მან დუკანის დიეტას მიმართა. თუმცა, თავად საიდუმლოს არ ამხელდა და ამბობდა, რომ ფიტნესცენტრში იოგის ილეთებს ეუფლება.

პირველი მშობიარობიდან 5 თვეში ჰერცოგინიამ ჩვეული წონა მალევე დაიბრუნა.
ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წონაში დაიკლო, რადგან ბავშვს დამხმარეს გარეშე უვლიდა და საოჯახო საქმეებსაც დამოუკიდებლად აკეთებდა. თანაც, პატარა ბუნებრივ კვებაზე ჰყავდა. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ ქეითმა წონაში რამდენიმე თვეში - სამოსის ბრიტანულ 6 ზომამდე დაიკლო.

ახლა კი გამჟღავნდა ქეითის მოხდენილობის მიზეზი. როგორც გაირკვა, ჰერცოგინია უმი საკვების დიეტაზეა. კვირაში ერთ დღეს მიდლტონი უმი ბოსტნეულის კერძებით იკვებება.

როგორც ცნობილია, უმი საკვები მოხარშულზე და მით უმეტეს, შემწვარზე მილიონჯერ სასარგებლოა. ორგანიზმი ახალგაზრდავდება და ლამაზდება. თუმცა,
უმი საკვების მიღება კვირაში მხოლოდ ერთხელაა ნებადართული. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Temuri
მერე გავყინოთ რას ვუცდით.
17:42 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS