11 აპრილი, 2016
თქვენს უძილობას ეს სასმელი უშველის, ერთი ჭიქის დალევის შემდეგ ერთ წუთში დაგეძინებათ
ხალხური მედიცინის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ ეს უძველესი რეცეპტი უძილობის დამარცხებაში დაგეხმარებათ. დალიეთ ძილის წინ ერთიჭიქა თაფლიანი რძე და ჩვილი ბავშვივით ჩაგეძინებათ.

ხალხურ მედიცინაში თაფლსა და რძეს ცალ-ცალკე ხშირად იყენებენ უძილობის საწინააღმდეგო სხვადასხვა რეცეპტში, მაგრამ ერთობლივი გამოყენება უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა.

მათი ზემოქმედებით ორგანიზმი გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებს და მიმდინარე პროცესების შედეგად გარდაიქმნება ნივთიერებად, რომელიც ძალიან ჰგავს ძილის წამალს.

დაგჭირდებათ:

180 მილიგრამი რძე.

1 წვეთი ვანილის ექსტრაქტი.

1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

პატარა
ქვაბით გააცხელეთ რძე, ოღონდ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაასხით ჭიქაში, დაუმატეთ ვანილი და თაფლი. კარგად მოურიეთ და დალიეთ ძილის წინ.

შენიშვნა:

თუ თქვენი ორგანიზმი ლაქტოზას ვერ იტანს, შეგიძლიათ რძე სოიოს, ბრინჯის ან ნუშის რძით ჩაანაცვლოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS