11 აპრილი, 2016
ყველაზე სასარგებლო საუზმე - გათავისუფლდით ტოქსინებისგან და დაიკელით 5 კილოგრამი ერთ თვეში
თუ ყოველდღიურად მიირთმევთ ამ საუზმეს თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ, რადგან ის ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებსა და ტოქსინებს, ასუფთავებს ნაწლავებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აჯანსაღებს კანს. ის ყველაზე ჯანმრთელ და სასარგებლო საუზმედაა მიჩნეული, ამასთან, თვეში 3 - 5 კილოგრამის დაკლებას შეძლებთ.

ინგრედიენტები:

2 სადილის კოვზი შვრიის ფანტელები.

300 მილიგრამი უცხიმო იოგურტი.

3 ცალი შავქლიავი.

1/3 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი.

1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული სელის თესლი.

მომზადების წესი:

ყურადღება! საუზმე უნდა მოამზადოთ საღამოს! შავქლიავს დაასხით 100 მილიგრამი მდუღარე,
დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 10 წუთით. შვრიის ფანტელებსა, დაფქულ სელის თესლსა და კაკაოს დაასხით უცხიმო იოგურტი, შავქლიავს გადაუწურეთ წყალი და ოდნავ რომ შეგრილდება, წვრილად დაჭერით და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში.

დილით საუზმობამდე ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ერთ კვირაში შედეგს აუცულებლად იგრძნობთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS