თუმცა როგორც კი ეს ნივთიერება 50 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე ცხელდება, თავის სამკურნალო თვისებებს კარგავს. ცხადია, ამ სოკოს უმად არავინ ჭამს, სამაგიეროდ მისგან ძალიან სასარგებლო ნაყენს ამზადებენ.
მელისყურას უნივერსალური ნაყენი:
1 სადილის კოვზ დაფხვნილ ხმელ მელისყურაც დაასხით 200 მილიგრამი არაყი და 10 დღით ბნელ ადგილას გააჩერეთ. დილით და საღამოს შეანჯღრიეთ
მიიღებთ ნაყენს, რომელიც გახლავთ ძლიერი იმუნომასტიმულირებელი, დაგეხმარებათ ანთებითი პროცესების, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისა და პარაზიტული ინფექციების დროს.
გამოყენების წესი:
აუცილებლად მკაცრად უნდა დაიცვათ ნაყენის დოზირების წესი. გამოყენების წინ ქილა უნდა შეანჯღრიოთ და დალიოთ ნალექიანად. ნაყენს გადაწურვა არ სჭირდება.
პარაზიტული ინფექციების დროს უნდა დალიოთ 2 ჩაის კოვზი ნაყენი ძილის წინ - მკურნალობის კურსი 20 დღე.
ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისას დალიეთ 1 ჩაის კოვზი ვახშმობიდან ერთი საათის შემდეგ - მკურნალობის კურსი 3 თვე.
გაითვალისწინეთ - ნებისმიერი ხალხური რეცეპტის გამოყენების წინ კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმარეთეთ ექიმს!
სოფიო ბულაური