10 აპრილი, 2016
ბროწეული ქერქი ჭიებისა და დიზენტერიის წინააღმდეგ - რატომ არ უნდა გაადაგდოთ ბროწეულის ქერქი
არასოდეს გადააგდოთ ბროწეულის კანი ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენს საოჯახო აფთიაქში.

ბროწეულის კანი საუკეთესო საშუალებაა ჭიებისა და დიზენტერიის, მსხვილნაწლავის ანთებითი პროცესებისა და წყლულის სამკურნალოდ. ბროწეულის კანის ნახაესი სწრაფად აყუჩებს ტკივილს, შედეგს 3-4 საათში იგრძნობთ. ბროწეულის კანი გაახნეთ და შეინახეთ - საჭიროების შემთხვევაში მოამზადეთ ნახარში.

მომზადების წესი:

აუცილებლად დაიცავით პროპორცია - 1:20. ეს არის ბროწეულის წონისა და მდუღარე წყლის შეფარდება.

აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ შიგ ბროწეულის კანი, როგორც კი წყალი ისევ ადუღდება, ქვაბი მაშინვე გადმოდგით ცეცხლი
დან და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. გააჩერეთ 30 წუთით. ნახარში არ გადაწუროთ. დაისხით 50 მილიგრამი და ქვაბს ისევ მჭიდროდ დაახურეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ნახარშის დალევის თანმიმდევრობა: ერთ დღეს დალიეთ, მეორე დღეს დაისვენეთ. მთლიანად კურსი შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 5 დღე.

ნახარში უნდა დალიოთ ჭამის წინ (ცარიელ კუჭზე) დღეში 4-ჯერ 50 მილიგრამი, ყლუპებით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS