10 აპრილი, 2016
დაივიწყეთ ჭარბთმიანობა - უმტკივნეულო და ბუნებრივი ეპილაცია
ალბათ, ბევრი იფიქრებს, რომ ბუნებრივ ეპილაციაში ცვილი იგულისხმება, მაგრამ ცვილით ზედმეტი თმის მოშორება, საკმაოდ მტკივნეული პროცესია და ხშირად კანის გაღიზიანებასაც იწვევს, განსაკუთრებით ულვაშების მოცილებისას.

გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომელიც სრულიად უმტკივნეულოა და კანისთვის სასარგებლო ვიტამინებსა და და მინერალებს შეიცავს.
დაგჭირდებათ:

• 1 სადილის კოვზი შვრიის პასტა (მის მოსამზადებლად ერთმანეთში შეურიეთ ნახევარი ჩაის კოვზი შვრის ფაფა, 6-8 წვეთი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი თაფლი).

• 2 სადილის კოვზი თაფლი.

• 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი
ერთმანეთში აურიეთ - მიიღებთ საკმაოდ სასიამოვნო და ეფექტურ სახის კრემს. მიღებული მასა წაისვით საჭირო მონაკვეთზე. გაიჩერეთ 15 წუთით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-3-ჯერ. ერთი თვის შემდეგ ზედმეტი თმის კვალიც არ დაგრჩებათ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეკა
შვრიის პასტა რა არის სად ვიშოვოთ?
00:07 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS