მთავარი ინგრედიენტი სტაფილოა. სტაფილოს წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს წნევისა და შაქრის დონის დარეგულირებაში ეხმარება.
რა თქმა უნდა, უკეთესია მიირთვათ ახალგამოწურული ნატურალური სტაფილოს წვენი და არა მაღაზიაში შეძენილი. სტაფილოს ბევრი დადებითი თვისება აქვს, მათ შორის:
აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისაგან.
აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
იცავს კანს აკნესგან.
მასში უხვადაა კანისთვის აუცილებელი ნივთიერებები.
კალციუმის წყაროა.
ასუფთავებს მთელ ორგანიზმს.
ზემოხსენებული სიროფის რეცეპტი კი ასეთია:
½ კილოგრამი სტაფილო.
3-4 სადილის კოვზი თაფლი.
წყალი.
მომზადების წესი:
დაჭერით სტაფილო საშუალო ზომის ნაჭრებად. დაასხით წყალი და ადუღეთ, სანამ არ დარბილდება. გადმოდგით, წყალი გადაწურეთ დურშლაგის დახმარებით, ოღონდ არ გადაღვაროთ. ცალკე თასში ჩაასხით და გააგრილეთ. მოხარშული სტაფილო გაქენით ბლენდერის ან უბრალოდ, ჩანგლის საშუალებით.
სტაფილოს ნახარშს დაუმატეთ თაფლი, კარგად აურიეთ და შეურიეთ სტაფილოს პიურეს. სიროფი მზად არის. შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
მიიღეთ 3-4 სადილის კოვზი მთელი დღის განმავლობაში. 1-2 დღის შემდეგ უკვე იგრძნობთ შვებას.
სოფიო ბულაური