სამწუხაროდ, მუხლები შეიძლება დასუსტდეს ან ტრავმის გამო დაზიანდეს. მყესებმა და იოგებმა შეიძლება მოქნილობა დაკარგოს, რაც მათში ბუნებრივი საპოხი ნივთიერების დაკარგვის შედეგია.
თუ გინდათ, თქვენი მუხლები მუდამ ტონუსში და მოქნილი იყოს, გამოიყენეთ შემოთავაზებული კოქტეილის რეცეპტი. ეს გემრიელი სასმელი დაგეხმარებათ მუხლებისა და საერთოდ, სახსრების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
კოქტეილი დიდი რაოდენობით შეიცავს С ვიტამინს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებსაც აქვთ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი
ინგრედიენტები:
1 ფინჯანი შვრიის ფაფა.
40 გრამი თაფლი.
7 გრამი დარიჩინი.
40 გრამი დაქუცმაცებული ნუში.
1 ფინჯანი ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი.
250 მილიგრამი წყალი.
2 ფინჯანი წვრილად დაჭრილი ანანასი.
მომზადების წესი:
მოხერხებულ ჭურჭელში მოათავსეთ შვრიის ფაფა, დაუმატეთ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი და დატოვეთ ერთი წუთით. ბლენდერში ჩაასხით თაფლი, დაუმატეთ ნუში, ანანასი და დარიჩინი. ათქვიფეთ, ვიდრე მთელი მასა თხევადი არ გახდება.
შემდეგ დაუმატეთ შვრიის ფაფისა და ფორთოხლის წვენის ნაზავი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეგიძლიათ კოქტეილს ყინულის ნატეხებიც დაუმატოთ და მიირთვათ.
სოფიო ბულაური