არსებობს მითი, რომ მკვრივი მკერდი მხოლოდ 18 წლის გოგონებს შეიძლება ჰქონდეთ.
თუმცა, აღმოჩნდა გზა, რომელიც თქვენი ასაკისა და მკერდის ზომის მიუხედავად, მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს, მკერდს მაღლა სწევს და უფრო ამრგვალებს. ამისთვის სულ რაღაც ორიოდე რჩევის გათვალისწინება დაგჭირდებათ:
ვარჯიში მკერდისთვის
დაწექით ძელსკამზე ან საწოლზე, თითოეულ ხელში ხუთკილოგრამიანი ტვირთი დაიკავეთ. შემდეგ ასწიეთ ხელები ისე, რომ პირდაპირ მკერდს
ეს ვარჯიში ძალიან სასარგებლოა არა მარტო მკერდის, არამედ მკერდი უჯრედების ზედა ნაწილისა და იღლიების ზონისთვისაც.
შედეგი ერთ თვეში უკვე საგრძნობი იქნება.
მასაჟი მკერდისთვის
დაგჭირდებათ მხოლოდ პირველი გამოხდის ზეთუნის ზეთი. დაწექით და ზურგქვეშ რამდენიმე ბალიში დაიდეთ. ხელებზე ცოტაოდენი ზეთი დაისხით და წრიული მოძრაობით მკერდზე წაისვით. გააკეთეთ 10 წრიული მოძრაობა. თუ ზეთი ბევრი მოგივიდათ, შეგიძლიათ ხელები ხელსახოცით შეიწმინდოთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ მთლიანად არ მოიშორებთ - ზეითუნის ზეთი სასარგებლოა ხელის კანისთვისაც.
მასაჟი გაიკეთეთ ყოველდღე (ან კვირაში სამჯერ მაინც) და ნახავთ, მოკლე ხანში თქვენი მკერდი უფრო მკვრივი გახდება.
თავი აარიდეთ ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა:
მოწევა.
გადამეტებული ნამზეური.
არასათანადო ზომის ბიუსტჰალტერი.
შეეცადეთ მიირთვათ ჯანსაღი საკვები.
სოფიო ბულაური