07 აპრილი, 2016
როგორ დავიცვათ ხელები დაბერებისგან
სიბერე ბუნებრივი ციკლის ნაწილია, რომლის გავლა ყველა ჩვენგანს მოუწევს და ამაში უცნაური არაფერია. სიბერის პირველ სიგნალს კანი გვაძლევს - ნაოჭები თვალების ირგვლივ, გაფართოებული ფორები და ასაკობრივი ლაქები სახეზე, ყელსა და დეკოლტეს არეზე.

ცნობილია, რომ ყველაზე სწრაფად ხელები ბერდება, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მათ ყველაზე დიდი ჯაფა აწვებათ, ამიტომაც, თუ გინდათ ხელებმა არ "გაგცეთ" განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მათ.

უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ, რამდენად ხშირად უხდება თქვენს ხელებს მიკრობებთან, ბაქტერიებსა
და სხვა მავნე გარე ფაქტორებთან კონტაქტი და იმასაც, რამდენად ხშირად იბანთ, რადგან ყველაფერი ეს მჭიდროდ უკავშირდება ხელების დაბერების პროცესს.

შეგიძლიათ, ხელებზე გაიკეთოთ კოსმეტიკური ნიღბები, ხელებისთვის სახის ნიღბების გამოყენებაც შეიძლება. სხვათა შორის, ეს ძალიან სასარგებლოა. პილინგის დახმარებით კი, მოიშორებთ მკვდარ უჯრედებს და ხელის კანი რბილი და ნაზი გახდება.

სპეციალისტები იზიარებენ იმ აზრს, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებით შინ მომზადებული კრემი და სკრაბი პილიგისთვის გაცილებით სასარგებლო შეიძლება იყოს, ვიდრე ნაყიდი. აი, შინაური სკრაბის რეცეპტიც:

• დარიჩინი.

• ყავისფერი შაქარი.

• ზეითუნის ზეთი.

ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და ნაზი მასაჟისებური მოძრაობებით ხელებზე წაისვით. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და გაიშრეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS