06 აპრილი, 2016
როგორ დავამარცხოთ ნაოჭები თვალის გარშემო და დავიბრუნოთ ახალგაზრდული იერი?
მშრალი კანისთვის, თვალების გარშემო ნიღბისთვის გამოგადგებათ შემდეგი ნიღაბი:

1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ კვერცხის გული. წაისვით ქუთუთოების კანზე და გაიჩერეთ 10 წუთს.

ნაოჭების საწინააღმდეგო, თაფლის ნიღაბი ქუთოთოებისთვის:

2 ჩაის კოვზ თაფლს შეურიეთ 2 ჩაის კოვზი შვრიის ფანტელი და 1 კოვზი მაგარი ჩაი. იმისთვის, რომ მასამ საჭირო სისქე მიიღოს, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. მიღებული ნარევი შეათბეთ. წაისვით ნიღაბი თვალების გარშემო, გაიჩერეთ 20 წუთს. ნიღაბი ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

მოშორების შემდეგ, დამატენიანებელი კრემი წაისვით.

თაფლისა და
ხაჭოს ნიღაბი:

აურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი ხაჭო და 1 სუფრის კოვზი ნაღები ან რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი. წაისვით თვალების გარშემო, 15 წუთით.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS