06 აპრილი, 2016
ყველაზე ძველი რეცეპტი ნაოჭების წინააღმდეგ - როგორ ინარჩუნებდნენ ახალგაზრდობას ძველ საბერძნეთში
უძველესი დროიდან ძალიან ცოტა რეცეპტია შემორჩენილი, ამიტომაც არც ისე ბევრი რამაა ცნობილი იმის შეასხებ, თუ როგორ უვლიდნენ თავს იმ შორეულ დროში ქალები. ეს რეცეპტი, რომელსაც ახლა გთავაზობთ გამონაკლისია, მას ჯერ კიდევ 2000 წლის წინ იყენებდნენ. თანამედროვე სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ კოსმეტოლოგიაში ის შეუცვლელია.

საუკუნეების წინანდელი ნატურალური კრემი კანს ახალგაზრდობას უბრუნებს, აუმჯობესებს სახის ფერსა და ფორმას.

ინგრედიენტები:

8 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფუტკრის ცვილი.

1 ჩაის კოვზი თაფლი.

ნახევარი ჭიქა ვარდის წყალი.

200 მილიგრამი ნუშის ზეთი.

მომზადების წესი:

წყლის ორთქლზე გაადნეთ ფუტკრის ცვილი, თაფლი და ნუშის ზეთი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლი რაც შეიძლება ნელი იყოს, რადგან ეს პროცესი სიჩქარეს ვერ იტანს. როგორც კი მასა ერთგვაროვან კონსისტენციას მიაღწევს, ცეცხლიდან გადმოდგით და ოდნავ შეგრილება აცალეთ. ყურადღებით იყავით - ძალიან მნიშვნელოვანია, არ გამოგეპაროთ მომენტი, როცა ცვილი ოდნავ შეგრილდება, მაგრამ ჯერ კიდევ გამაგრებული არ არის. განელებულ, თუმცა ჯერ კიდევ ცხელ მასაში წვეთწვეთობით დაუმატეთ ვარდის წყალი ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ.

მიღებული მასა ქილაში მოათავსეთ და დააცადეთ, როცა მთლიანად გაგრილდება, დაახურეთ თავზე და მაცივარში შეინახეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS