06 აპრილი, 2016
როგორ გავისუფთაოთ ყურები გოგირდის საცობებისგან
ყურების გაწმენდას დიდი სიფრთხილე სჭირდება. ბამბის ჩხირები არცთუ უსაფრთხოა - ხშირად სწორედ ისინი ტენიან გოგირდს ყურის არხში. შედეგად, დაგროვებული გოგირდისგან საცობი წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ან სპეციალისტს უნდა მიმართოთ ყურების გამოსარეცხად, ან ეს დამოუკიდებლად უნდა გააკეთოთ.

შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელიც თავიდან აგაცილებთ ექიმთან ვიზიტსა და გრძელ რიგებში დგომას.

დაგჭირდებათ: ზეითუნისა და მინერალური ზეთები, პიპეტი და წყალბადის ზეჟანგი.

თანაბარი პროპორციით ერთმანეთში შეურიეთ ორი სახეობის ზეთი, პიპეტი მიღებული ნაზავით აავსეთ და ყურებში სამ-სამი წვეთი ჩაიწვეთეთ. ყურის ნიჟარის ხრტილოვანი ნაწილი
მსუბუქად დაიზილეთ, რომ ზეთოვანი სითხე კარგად ჩავიდეს და აკურატულად ჩაიდეთ პატარა ბამბის ტამპონები. ეს სითხეს გადმოღვრის საშუალებას არ მისცემს.

კომპრესი გაიკეთეთ ძილის წინ და დაიტოვეთ მთელი ღამით. ამ დროის განმავლობაში ყურის საცობები დალბება. დილით ბამბის ტამპონები მხოლოდ შხაპის შემდეგ გამოიღეთ ყურებიდან და ზეთისა და გოგირდის ნარჩენები წყალბადის ზეჟანგის ხსნარში დასველებული ბამბით გაიწმინდეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მეგი შენს ეს კომენტარი
ექიმთან რომ მიხვიდე და უთხრა ბრმა ნაწლავი ამომაჭერიო ან ნაღველაო რომლსაც არ ჭირდება ამოჭრა უნდა გეცეს ექიმი და აომოგაჭრას? სულ გადაირიეთ მემგონი თუ არ არის გამოსაწმენდი რატო უნდა ამოგირეცხოს ტყუილად. ყურების ექიმი კი არა ფსიქლოგი გჭირდება შენ!!!
09:43 / 15-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ვაჟა
მეგი-ს,ზუატად ანალოგიური სიტუაცია მქონდა მეც.მოგვიშორა გეთანხმებით. რატომ? ასაკიი...ეეჰჰ...თვენც დაბერდებით:((
23:24 / 14-09-2016
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ექიმთან პირველად გადავწყვიტე მისვლა ყურების გამოსარეცხად როგორც პენსიონერმა. ჩამხედა და მითხრა, რომ გამოსარეცხი არ მაქვს და თუ რატომ გადავწვიტე რომ გამოსარეცხი მაქვს, ვუპასუხე, რომ მარცხენა ყურში სმენა დამაკლდა. არ ვიცი ეს თავიდან მოშორების მივაწერო? თუნდაც არ მქონდა გამოსარეცხი, ნუთუ არ შიძლებოდა მაინც ჩაეტარებინდა ეს პროცესი, შეუძლია ასე კატეგორიულად უარი თქვასდა გამომისტუმროს?
16:34 / 25-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS