შოკოლადი არაჩვეულებრივი დამხმარე საშუალებაა მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. ამ პროდუქტის მთავარი კომპონენტი კაკაოს მარცვლებია, რომელიც ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე პოლიფენოლებს შეიცავს. შოკოლადი, ასევე, შეიცავს კანისთვის სასარგებლო ცხიმებს.
სახისთვის შოკოლადის ნიღბის გამოყენება
ინგრედიენტები:
1 სადილის კოვზი შავი შოკოლადი (შეგიძლიათ 2 სადილის კოვზი კაკაოს ფხვნილი გამოიყენოთ).
1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი.
2 ჩაის კოვზი წვრილად დაფქული შვრიის ფანტელები.
3 ჩაის კოვზი ნატურალური ნაღები.
ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანაბარ ფენად წაისვით გაწმენდილ სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი ანადუღარი წყლით ჩამობანეთ.
სოფიო ბულაური