05 აპრილი, 2016
რეცეპტი, რომლითაც მამაკაცმა დიაბეტი დაამარცხა
იმის ნაცვლად, რომ ინსულინი და მაღალი წნევის საწინააღმდეგო აბები მიეღო, უმ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდა...

ეს ისტორია ოთხი წლის წინ დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც იგრძნო, რომ მუდმივად სწყუროდა, რაც დიაბეტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

სისხლის ანალიზში შაქრის მაღალი შემცველობა დადასტურდა, კუჭქვეშა ჯირკვალი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. ამიტომაც რეგულარულად უწევდა ინსულინის მიღება.

ინსულინის მიღების შემდეგ მამაკაცმა ჯანმრთელობის გაუარესება იგრძნო, გაიზარდა ტრიგლიცერიდის დონე, მოიმატა სისხლის წნევამაც.

ერთ დღეს თვალი მოჰკრა გადაცემას, რომელშიც ექიმი ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობდა -
თურმე, 12 წლის განმავლობაში უმ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდა. სიუჟეტის ნახვის შემდეგ მამაკაცმა ექიმის რჩევების გათვალისწინება გადაწყვიტა. შეიძინა ბლენდერი ხილ-ბოსტნეულის წვენების გამოსაწურად და ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა.

პირველი ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გაუჭირდა, თუმცა მალე სისხლში შაქრის დონემ შთამბეჭდავად იკლო, ამიტომაც გადაწყვიტა ინსულინი აღარ მიეღო და დაიეტა გაეგრძელებინა.

დიეტის შედეგები გამაოგნებელი იყო. მან პირველი 25 დღის განმავლობაში 11 კილოგრამი დაიკლო, შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში კი დიაბეტთან დაკავშირებული ყველა სიმპტომი სადღაც გაქრა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა, მოუწესრიგდა წნევა. აუცილებელი აღარ იყო ინსულინისა და სხვა აბების მიღება. თითქმის 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო.

გთავაზობთ რეცეპტს, რომლითაც მამაკაცი ხელმძღვანელობდა:

ინგრედიენტები:

2 ბანანი.

2 ვაშლი.

ცოტაოდენი კომბოსტო.

5 კივი.

ნახევარი ლიტრი წყალი.

გამოყენების წესი:

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და გამოწურული წვენის ნახევარი დალიეთ დილით, მეორე ნახევარი კი - მთელი დღის განმავლობაში. თუ მოგშივდათ, შეჭამეთ ხილი, ბოსტნეულის სალათა ან თინუსი. ეს პროდუქტები მდიდარია B12 ვიტამინით და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

ამ დიეტის უპირატესობა ის გახლავთ, რომ შიმშილს თითქმის ვერ იგრძნობთ. ტვინი შიმშილის შესახებ ინფორმაციას სისხლიდან იღებს. ხილ-ბოსტნეულის წვენი კი სისხლს საჭირო საკვებს აწვდის, ამიტომაც ტვინი ადვილად ტყუვდება და შესაბამისად, შიმშილზე ნაკლებად რეაგირებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ხათუნა
ნაწილობრივ ვეთანხმები,ინსულინს არ ვიკეთებ,დიეტას ვიცავ 8 წელია,ბოსტნეულს უმს ვღებულობ,მაგრამ ხილს საერთოდ არ ვიღებ და თავს კარგად ვგრძნობ,ხილის მიღება იმ შემთხვევაშია დასაშვები თუ საერთოდ არაფერს არ ღებულობს,რადგანაც შაქარი დაეცემა,ე.წ. იპოღლიკემია დაემართება
19:22 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თამაზ შანავა
მსოფლიოში 422 მილიონი ადამიანი დიაბეტით იტანჯება. მილიონნახევარი ადამიანი წელიწადში დიაბეტის გართულებებით იღუპება. მეცნიერებისა და ექიმებისთვის ყველანაირი დიეტაა ცნობილი. დიაბეტს ჯერ არაფერი შველის. თუ დიაბეტი ტიპი-2-ია და ისიც მსუბუქი ფორმით, რამოდენიმე წელიწადი შესაძლოა მკაცრმა დიეტამ და ვარჯიშებმა უშველოს. რამოდენიმე წელიწადში წამალზე გადასვლა მაინც მოუწევს. არის ე.წ. მეორადი დიაბეტი, რაც ორსულობის ან სხვა რაღაც დარღვევების გამოა გამოწვეული. ის დარღვევის გამოსწორებისთანავე უკვალოდ ქრება. მაგრამ ამას არ ქვია დიაბეტისგან განკურნება. ყალბი მოლოდინებით ავადმყოფების მოტყუება და იმედგაცრუება დაუშვებელია. მე ექიმი არ ვარ, მაგრამ (სამწუხაროდ) ამ საკითხში კარგად ვერკვევი. არასოდეს არ დაიჯეროთ, რომ დიაბეტის (კიბოს, შიდსის და ა.შ.) წამალი გამოგონილია, მაგრამ ფარმაცევტული კომპანიები ბლოკავენ. მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს ვერავინ შეაჩერებს!
21:00 / 10-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
ეს ყველაფერი ძალან გაურკვეველია! რას ნიშნავს მარტო ხილბოსტანზე ყოფნა?! სხვას არაფერს არ ჭამდა?? მერე კიდევ, ამან შეიძლება მხოლოდ ტიპი ორის დიაბეტის დროს მართლაც იმუშაოს, ხოლი ტიპი ერთის დროს ყოვლად დაუშვებელია! ანუ, ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ არაპროფესიონალები თხზავენ““
14:29 / 09-04-2016
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
აბა ბანანი არ სჰეიდზლებაო
22:43 / 07-04-2016
გამოხმაურება / 0 /
Nina
მართალია ეგ, ბიძაჩემს აღმოაჩნდა დიაბეტი 15 ელის წინ და მას შემდეგ საოცრად უვლის თავს მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს და დიეტურ საკვებს,თავს შესანიშნავად გრძნობს შაქრის დონეც იდეალური აქვს ძალიან მხნედ და ენერგიულად გრძნობს თავს. რა უნდა უნდა დიეტა რომ დაარღვიოს შაქარი აუწევს მაგრამ ამ კვებით დაარეგულირა ასე რომ ყველაფერი ნებისყოფაზეა დამოკიდებული
16:35 / 07-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ინგა
კივი და ვაშლი უნდა გავთალოთ?. მიაწერეთ.ისე , სწორეა, ვისგან იცავთ საინტერესოა, ან რისგან.
05:32 / 07-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
თვითონ ეგ კაცი რომ ვალაპარაკოთ არა?:))) დიაბეტის მტერი გახლავთ მწვანე ლობიო,მისი გამოწურული წვენი სხვა ინგრედიენტებთან ერთად ,ხელს უწყობს შაქრის შემცველობის დონის დაწევას სისხლში,სწორ კვებასთან ერთად! P.ს.რა წაიღეთ ტვინი ამ დაცვის კოდებით,ვერასოდეს ვერ შემყავს სწორად:))
21:36 / 05-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS