შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომლებიც ალერგიის დროს დაგეხმარებათ.
• ზაფხულში ალერგიულ გამონაყარზე წაისვით ნედლი ღორის ბირკის წვენი (ეს ბალახი თითქმის ყველგან ხარობს და ადვილი ხელმისაწვდომია), ზამთარში კი 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ხმელ ღორის ბირკას დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით, კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ 30
• ალერგიის დროს სისხლის გასასუფთავებლად: 1 სადილის კოვზ ჭინჭრისდედის ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, კარგად შეფუთეთ და დააყოვნეთ 1 საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 0,5 ჭიქა 4-5-ჯერ დღეში.
• დალიეთ ნიახურის ფესვებისა და ფოთლების ახალგამოწურული წვენი - 1-2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
• 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნიახურის ნედლ ფესვებს დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 4 საათით. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში. ჭამამდე 30 წუთით ადრე.
• 1 სუფრის კოვზ დაკეპილ მჟაუნას ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, შეფუთეთ და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე, მცირე ყლუპებით.
სოფიო ბულაური