სტაფილოს ფოჩები შეგიძლიათ დაამატოთ წვნიანებსა და სალათებს. გამოიყენოთ ბოსტნეულის დამწნილებისას ან უბრალოდ, მიირთვათ ჩაის სახით.
ძველად სტაფილოს ფოჩების ნახარშს იყენებდნენ თმის ძირების გასამაგრებლად, ის ასევე ხელს უწყობს თმის ზრდას.
ნედლი სტაფილოს ფოჩები მწარეა, ამიტომ საკვებად გამოყენებამდე აუცილებლად 15 წუთით მდუღარე წყალში ჩაალბეთ.
სტაფილოს ფოჩებს აქტიურად იყენებს ხალხური მედიცინაც:
• ჰემოროის სამკურნალო ჩაი - 1 ჩაის კოვზ ხმელ სტაფილოს ფოჩებს დაასხით ერთი ჭიქა
• ცისტიტის დროს სვამენ ან მხოლოდ სტაფილოს ფოჩების ნაყენს, ან ოხრახუშის ნაყენთან ერთად - უნდა შეურიოთ თანაბარი პროპორციით.
• სტაფილოს ფოჩების ნაყენს სვამენ სისხლდენისა და მიომების დროს.
• თირკმლებსა და შარდის ბუშტიდან კენჭების გამოსადევნად აბაზანის შემდეგ მუცლის ქვედა ნაწილზე სტაფილოს ფოჩებისა და თესლის ნახარშში დასველებული ტილო დაიფინეთ.
• სტაფილოს ნახარშში დასველებული საფენებით მკურნალობენ კანის დაავადებებსაც - დერმატიტს, ფსორიაზს, ალერგიას.
სოფიო ბულაური