ძველმა მკურნალებმა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ აღმოაჩინეს ლავანდის ზეთის დამამშვიდებელი და ანტიბაქტერიული თვისებები. სხვათა შორის, ლავანდას ხშირად იყენებენ არომათერაპიაში სტრესებისა და დეპრესიის სამკურნალოდ.
სახისა და ტანის
ამ სურნელოვანი მცენარის ზეთი აცხრობს გაღიზიანებას, ანთებას, სიწითლეს, სიმშრალესა და ქავილს, კანიდან გამოჰყავს ტოქსინები. იყენებენ აკნესა და ასაკის საწინააღმდეგო სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებში.
ერთმანეთში შეურიეთ 2 წვეთი ლავანდის ზეთი და 1 სადილის კოვზი ზეითუნის, ქოქოსის, ატმის, გარგარის, სელის ან კედრის ზეთი. წაისვით სახეზე და 30-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
თმისთვის
ანტისეპტიკური თვისებების წყალობით, ლავანდა ადვილად უმკლავდება ქერტლს, იცავს კანს ეგზემისგან და ხელს უწყობს თმის ზრდას. დაამატეთ შამპუნს 2-3 წვეთი ლავანდის ზეთი და თავი ჩვეულებრივ დაიბანეთ.
თმის ზრდის სტიმულირებისთვის ლავანდის ზეთი ოდნავ შეათბეთ და დაბანამდე 20 წუთით ადრე თმაში შეიზილეთ.
სოფიო ბულაური