02 აპრილი, 2016
სილამაზის 25 საიდუმლო გოგონებისთვის
1. ნაოჭებთან საბრძოლველად გაიკეთეთ თაფლის ნიღბები.

2. წაისვით ძილის წინ აბუსალათინის ზეთი, სასარგებლოა.

3. თმის ცვენის შესაჩერებლად, თავის კანზე შეიზილეთ ოროვანდის ნაყენი.

4. დაწურული ლიმონის ნარჩენები ხელებსა და ფრჩხილებზე წაისვით.

5. კანის გაუხეშებული ადგილები სახამებლით დაიბანეთ.

6. პუდრას სანაცვლოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი სახამებელი.

7. ცხიმიანი თმის გამოსაშრობად, ყოველდღე ან ყოველ მომდევნო დღეს, თავი შავი ჩაის ნაყენით დაიბანეთ.

8. ქაცვის ახლადგამოწურული წვენი რეკომენდებულია მშრალი კანისთვის, გაიკეთეთ ნიღაბი.

9. სხეულის პილინგის გაკეთება შესაძლებელია ყავის ნალექით.

10. თმა წითელ შეფერილობას შეიძენს, თუ შეღებვამდე, ხნას 3-4 კოვზ კაკაოს ფხვნის
დაუმატებთ.

11. გამელოტების შემთხვევაში, თავის კანში ყოველდღიურად შეიზილედ ჟოჟობას ზეთი.

12. ანწლის ყვავილების ნაყენი, ასუფთავებს, არბილებს და ატონიზირებს მშრალ კანს.

13. მშრალი და მგრძნობიარე კანის დანოტივებისთვის, ღამით სახეზე წაისვით ჟოჟობას ზეთი, ცოტაოდენ წყალში გახსნილი.

14. ფრჩხილების გამუქების შემთხვევაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, რეგულარულად დალიეთ, 1 ს.კ. კიტრის მარილწყალი.

15. სახის კანის შეფერილობის გასაუმჯობესებლად, გაიკეთეთ თაფლითა და მარილით დამზადებული ნიღაბი, რაც გამაახალგაზრდავებელ ეფექტს
იძლევა.

16. ლავანდისა და ჩაის ხის ეთერზეთი ნამდვილი ანტისეპტიკური საშუალებაა, რაც გამონაყართან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

17. დილით და საღამოს სახე ჩაით ჩამოიბანეთ, მინერალურ წყალში მოდუღებული, ცოტაოდენი შაქრით. გამოდგება ნებისმიერი კანისთვის.

18. პიტნის ჩაის რეგულარული მიღება სახის კანს სიხასხასესა და ვარდისფერ შეფერილობას სძენს.

19. წარბებისა და წამწამებისთვის სასარგებლოა აბუსალათინის ზეთი.

20. სახის კანის ღრმა წმენდისთვის - კვერცხის გულს დაუმატეთ ლიმონის წვენი. სახეზე ფენებად გადაინაწილეთ.

21. მუწუკების მოსაშორებლად დაგეხმარებათ დახეხილი ვაშლი და ცოტაოდენი თაფლი.

22. ფეხმძმობისას მუცელზე კაკაოს ზეთი შეიზილეთ, რათა თავიდან აიცილოთ სტრიები.

23. თმის გაძლიერებისთვის გთავაზობთ ირანულ საშუალებას - უფერო ხნა გახსენით თბილ კეფირში და თმაზე წაისვით.

24. თხელი თმისთვის ასევე სასარგებლოა - კვერცხის გულს შეურიოთ 1 ს.კ. მცენარეული ზეთი.

25. სახის მასაჟი ვერცხლის კოვზებით: კოვზებს აწყობენ სხვადასხვა ტემპერატურის, მცენარეულ ნაყენებში და სპეციალური ხაზების მიხედვით,
სახეზე ისმევენ. ეფექტი დაუჯერებელია.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS