გაირკვა, ასევე, რომ თუ იოგურტს ხილს ან კენკრას დაუმატებთ და რაციონს თხილეულითა და პარკოსნებით გაამდიდრებთ, ჰიპერტონიული დაავადებების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად შემცირდება.
გამოკვლევაში ძირითადად მონაწილეობდნენ ქალები, რადგან სტატისტიკის მიხედვით, ისინი მამაკაცებზე ხშირად იკვებებიან რძემჟავა პროდუქტებით. თუმცა მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტს იგივე ეფექტი აქვს მამაკაცებშიც.
როგორ ეწინააღმდეგება იოგურტი წნევას ჯერჯერობით უცნობია. შეიძლება მასში
მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ იოგურტს შეუძლია ოსტეოპოროზისა და გულის უკმარისობის განვითარების რისკის შემცირება.
თუმცა არსებობს მეცნიერთა მეორე ჯგუფი, რომელიც ირწმუნება, რომ იოგურტს საერთოდ არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
ნებისმიერ შემთხვევასი, თუ გიყვართ, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ ეს პროდუქტი.
სოფიო ბულაური