01 აპრილი, 2016
მარილი და ზეთი ოსტეოქონდროზის წინააღმდეგ - ძალიან საინტერესო რეცეპტი
კისრის ოსტეოქონდროზი მკურნალობას იშვიათად ექვემდებარება.

გთავაზობთ, სცადოთ ეს ძალიან საინტერესო რეცეპტი. მისი გამოყენების შემდეგ, რამდენიმე წელს კისრის ტკივილი არ შეგაწუხებთ.

დაგჭირდებათ არარაფინირებული მცენარეული ზეთი და მარილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ზღვის მარილიც).

წამალი მზადდება მთელი კურსისთვის:

10 ს.კ  მარილს, დაასხით 20 ს.კ ზეთი, კარგად აურიეთ, ერთგვაროვან მასად აქციეთ.
რამდენიმე დღეში თეთრ ხსნარად იქცევა, მარილის მცირე ნაწილაკებითა და ზეთით.

ყოველდღე, უნდა წაისვათ კისრის იმ მალებზე, სადაც გტკივათ. ენერგიულად დაიზილეთ.
თავიდან, 2-3 წუთის განმავლობაში, ყოველდღიურად 2-3 წუთით გაახანგრძლივეთ, ვიდრე
20 წუთამდე არ მიიყვანთ.

მასაჟის დასრულების შემდეგ, კისერი სველი, ცხელი ნაჭრით შეიხვიეთ.

8-10 პროცედურის შემდეგ, რადიკალურ ცვლილებებს იგრძნობთ, თანაც მხედველობა გაგიუმჯობესდებათ.
მსგავსი მარილიანი მასაჟის დროს კანი ცოტათი იხეხება, თუმცა პროცედურის დასრულების შემდეგ მალევე აღდგება.

მკურნალობის პროცესში ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმი შლაკებისგან თავისუფლება, რაც სისუსტეს, ძილიანობას, თავბრუსხვევას გამოიწვევს. თუმცა ეს აუცილებელი არ არის, როგორც წესი, ყველაფერი გართულების გარეშე მიმდინარეობს.

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS