31 მარტი, 2016
როგორ მოქმედებს შაქარი კუჭზე და რატომ უნდა ჭამოთ უზმოზე წიწიბურა
კუჭის წვა დედამიწის მოსახლეობის თითქმის 40%-ს აწუხებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, არასწორი კვებაა. შემწვარმა, ცხიმიანმა, ცხარე საკვებმა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანშიც გამოიწვიოს კუწის წვა. მით უმეტეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვების რაციონს, თუ კუჭის წვა კუჭ-ნაწლავის დაავადებების ფონზე ვითარდება.

კუჭის წვის მიზეზი ცხარე საკვების გარდა შეიძლება იყოს მჟავე ხილი, განსაკუთრებით კენკროვანი, პომიდორი, შოკოლადი. რაც შეეხება სასმელს, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, მაგარ ყავასა და ჩაიზე, ასევე, გაზიან სასმელებზე. შეეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ შაქარი - ის
აძლიერებს და ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას.

კარგ რეგულარულ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვისაც ეს პრობლემა სისტემატურად აწუხებს. კუჭის წვაზე უარყოფითად მოქმედებს ნაჩქარევი წახემსებაც. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმმა საკვები ნივთიერებები კარგად რომ შეითვისოს, ყოველი ჭამის პროცესს 20-30 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ. არ იჩქაროთ ჭამის დროს და საკვები კარგად დაღეჭეთ.

კუჭის წვის დროს დიეტა უნდა შედგებოდეს რთული ნახშირწყლების შემცველი საკვებისგან (ყავისფერი ბრინჯი, ქატოს პური, მაკარონი). ამ პოდუქტის ათვისებას დიდი დრო სჭირდება, რაც კუჭის წვენის გამოყოფის პოცესის სტაბილიზების საშუალებას იძლევა.

კუჭის წვამ რომ არ შეგაწუხოთ, დილით უზმოზე რეგულარულად მიირთვით წიწიბურა.

თუ კუჭის წვის პირველი სიმპტომები შენიშნეთ, ცოტ-ცოტა გახეხილი სტაფილო მიირთვით, ეს პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS