მშრალი და მტვრევადი თმისთვის
წყლის აბაზანაზე შეათბეთ 1-2 კოვზი ბატის ქონი ისე, რომ თხევადი მასა მიიღოთ, შეიზილეთ თავის კანში და ხის სავარცხლით მთელ თმაზე გაინაწილეთ. თავი თბილად შეიფუთეთ. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით და გვირილის ნაყენი გადაივლეთ.
სახისა და ტანისთვის
ხელებზე კანი რბილი და ხავერდოვანი გახდება, ასევე წვრილი ნახეთქები სწრაფად შეხორცდება, თუ რეგულარულად წაისვამთ ბატის ქონს.
ბატის
ბატის ქონი კვებავს და აჯანსაღებს კანს. ააქტიურებს კანის უჯრედების რეგენერაციას, დროთა განმავლობაში ამცირებს ნაოჭების რაოდენობას.
ბატის ქონი საუკეთესო საშუალებაა ტუჩების მოსავლელად, განსაკუთრებით, თუ ხშირად გისკდებათ - ატენიანებს, კვებავს და იცავს მას.
გამოიყენეთ მაშინ, როცა შინ აპირებთ დარჩენას და არაფერი გაქვთ დაგეგმილი.
სოფიო ბულაური