პირველრიგში, ვიდრე ჯანმრთელობას შევეხებით, აღვნიშნავთ, რომ სველი თმით დაძინება თქვენს ვარცხნილობაზე უარყოფითად აისახება. ძილის პროცესში თმა დეფორმირდება და გაღვიძებულს არასასურველი ფორმა გხვდებათ.
როგორც თმის შემსწავლელი სპეციალისტები ამბობენ, სველით თმით დაძინებისას, თმა უფრო ადვილად ზიანდება და ბალიშზე ხახუნისას კარგავს სიჯანსაღეს, ტყდება.
ასევე, სველი თმით დაძინების შემთხვევაში, ექიმები მოსალოდნელ გაციებაზე საუბრობენ. ძილის დროს ადამიანის სხეული თითქმის უმოძრაოდაა, რაც
თავის გადაციების დროს, გათბობას პრაქტიკულად ვეღარ ახერხებთ.
გარდა ამისა, ჩვენს წინაპრებს თავის დაბანასთან დაკავშირებული სხვა ვერსიებიც აქვთ. მაგალითად: მიიჩნეოდა, რომ უცხო გარემოში თავის დაბანისას ადამიანი ადვილად გაითვალებოდა. ასევე, თავის დაბანა ღამით, არ იყო სასურველი, რადგან დღის ბნელ მონაკვეთში ადამიანი ნაკლებადაა დაცული. ღამე - ბნელი ძალების დროა.
თუ თავის დაბანისთვის დრო მხოლოდ ღამით გრჩებათ, მაშინ დილით არასასურველი ვარცხნილობის თავიდან ასაცილებლად მარტივ რჩევას გთავაზობთ - არასდროს დაივარცხნოთ სველი თმა.
აიღეთ პირსახოცი და მსუბუქად შეიმშრალეთ. შემდეგ შეგიძლიათ თმის სამაგრით დაიფიქსიროთ ან ნაწნავი გაიკეთოთ. დილით თქვენი თმა ტალღოვანი იქნება.
ნაოკო ვატანაბე