30 მარტი, 2016
მცენარეული ჩაი - ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებები
თანამედროვე მედიცინა ნერვულ აშლილობასა და გაღიზიანებას სხვადასხვა მედიკამენტური პრეპარატით მკურნალობს, თუმცა არის უამრავი ბუნებრივი საშუალება, რომლებსაც ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედება აქვთ და მათ ექიმებიც კი უნიშნავენ პაციენტებს.

გვირილის ჩაი

თუ გაღიზიანებული და ნერვებაშლილი ხართ, დალიეთ ერთი ფინჯანი გვირილის ჩაი. მასში შემავალი ნივთიერებები დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

ხმელი სვია

მასში შემავალი ძვირფასი ეთერზეთები ასევე დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ეფექტიანობით ვალერიანის ფესვებს არ ჩამოუვარდება. აღსანიშნავია, რომ სვია აღადგენს და აწესრიგებს დარღვეულ ძილის პროცესს. საკმარისია,
ხმელი სვია ტომსიკაში გამოკრათ და ბალიშთან დაიდოთ.

ბარამბო

ბარამბოს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყენებდნენ შფოთისა და სტრესული მდგომარეობის სამკურნალოდ. ასევე, ძილის გასაუმჯობესებლად. თუმცა ექიმები შიშობენ და გვაფრთხილებენ, რომ დიდი რაოდენობით ბარამბოს გამოყენებას შეიძლება საპირისპირო შედეგი მოჰყვეს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS