30 მარტი, 2016
ჭარბი ოფლიანობა - როგორ გავუმკლავდეთ უსიამოვნო სუნს
ოფლის გამოყოფა ნორმალური პროცესია. ორგანიზმი ამ გზით გამოყოფს ზედმეტ მარილებსა და შლაკებს, სითხეს. ასევე, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. სტრესის დროს, ტემპერატურის მატებისას, ზედმეტი დატვირთვისას ირთვება ორგანიზმის დამცავი მექანიზმი და კანი გამოყოფილ ჭარბ სითხეს აიორთქლებს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ოფლი მუდმივად, ყველა სიტუაციაში ჭარბად გამოეყოფათ. ჭარბი ოფლიანობა მხოლოდ ტანსაცმელზე სველი ლაქბი არ არის, ოფლს თან სუნიც ახლავს და ხშირად მას თანამედროვე ოფლის საწინააღმდეგი საშუალებებითაც ვერ შველიან.

ამ პრობლემასთან გამკლავებაში შეგიძლიათ შინაური რეცეპტებიც დაიხმაროთ.

ხელისგულების ჰიპერჰიდროზი (ჭარბოფლიანობა)

• ცხელი
მარილიანი აბაზანები ხელისგულებისთვის. 1 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით 3 სადილის კოვზი საკვები ან ზღვის მარილი. ჩაყავით ხელები და გააჩერეთ, ვიდრე წყალი არ გაგრილდება. აბაზანის შემდეგ ხელები არ დაიბანოთ, ქაღალდის ხელსახოცით შეიშრეთ. გაიკეთეთ აბაზანები დღეში ორჯერ.

• 1 ლიტრ წყალში მოხარშეთ 4 სადილის კოვზი შვრია (ხარშეთ ნელ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში). შემდეგ გადმოდგით. როცა ცოტა გაგრილდება, ჩაყავით ხელები და გააჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ხელები არ დაიბანოთ, უბრალოდ, პირსახოცით შეიშრეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ერთხელ.

ფეხის ტერფები

• ყოველ დილით, წინდების ჩაცმის წინ, ფეხისგულებზე კარტოფილის სახამებელი მიიფრქვიეთ.

• ყავის საფქვავით დაფქვით გამომშრალი მუხის ქერქი, ფხვნილი დილით მიიფრქვიეთ ფეხისგულებზე, შემდეგ ჩაიცვით წინდები და ასე იარეთ მთელი დღის განმავლობაში.

• ფეხზე თითებშორის ნახეთქების გაჩენისას დაზიანებულ ადგილებზე არყის ხის ნედლი ფოთლები დაიფინეთ და წინდები ჩაიცვით. შუა დღისას ახალი ფოთლები დაიფინეთ.

იღლიები, ტანი

• ერთმანეთში აურიეთ 1 კილოგრამი შვრია და 50 გრამი მუხის ქერქი, დაასხით 5 ლიტრი მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ნახარში აბაზანაში ჩაასხით. მიიღეთ აბაზანა 20 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ ყოველდღე.

• თანაბარი რაოდენობით შეურიეთ მარილი და შვრიის ფანტელები. მიღებული მასა მოათავსეთ ორმაგი მარლის ტომსიკაში და ტანის დასაბანად საპნის ნაცვლად გამოიყენეთ.

სახე

• ერთ მუჭა არყის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ ფოთლები ამოიღეთ, სახეზე დაიფინეთ და ნახევარი საათით წამოწექით. ნაყენი არ გადასხათ, ყინულის ფორმებში ჩაასხით, გაყინეთ და დღის განმავლობაში სახეზე 2-3-ჯერ წაისვით.

• ათქვიფეთ ერთი კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სახამებელი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ჩვეულებრივად ჩამობანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS