ამიტომ შემოთავაზებული რეცეპტები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციითა და დასტურით.
ვიდრე თირკმლების გაწმენდას დაიწყებთ, ღვიძლი და კუჭ-ნაწლავი გაიწმინდეთ. გადადით დიეტურ კვებაზე, კარგი იქნება, თუ მცენარეულ საკვებზე გადახვალთ. აუცილებელია მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ხილ-ბოსტნეული. გამორიცხეთ თხილეული, ჩირი,
თირკმლების გაწმენდის წინამოსამზადებელ პერიოდში შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ. ამასთან, გაწმენდითი პროცედურების დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღეთ შვიტის აბაზანები - აბაზანაში ჩაამატეთ 2-3 ლიტრი შვიტის ნაყენი.
ნაყენის მოსამზადებლად ერთ ლიტრ მდუღარე წყალზე ერთი მუჭა შვიტა დაგჭირდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ შინაურ პირობებში თირკმლების გაწმენდის პროცედურის ჩატარება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, საუკეთესო პერიოდად მაინც ადრეული გაზაფხული და შუა შემოდგომა ითვლება.
წითელი მოცვი ან შტოში
დაგჭირდება 3 კილოგრამი ახალი კენკრა, შეგძლიათ გამოიყენოთ გაყინულიც. ამ მეთოდის მთავარი არსი ისაა, რომ 15 დღის განმავლობაში გაღვიძებისთანავე მიირთვათ ერთი ჭიქა წითელი მოცვი ან შტოში. კენკრას შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი თაფლი მოასხათ. კარგი იქნება, თუ კენკრას მთელი წლის განმავლობაში ჩართავთ რაციონში.
ასკილი
ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ ხმელი ასკილი. კენკრა დაფქვით ყავის საფქვავით. ყოველ საღამოს 5 სადილის კოვზი დაფქული ასკილი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. მომდევნო დილით ჩაის სახით დალიეთ ერთი ჭიქა ნაყენი, ხოლო მეორე ჭიქა ნაყენი დალიეთ საღამოს.
მკურნალობის კურსი ორი კვირაა.
ოხრახუში და კამა
დაგჭირდებათ ორი დიდი კონა ოხრახუში და კამა, ასევე ერთი ლიტრი ახალგამოწურული ვაშლის წვენი. ერთ დღე მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ კამა და ოხრახუში (გაყავით ხუთ ნაწილად) და დალიეთ ვაშლის წვენი. ღამით აუცილებელია დალიოთ ერთი ჭიქა სუფთა წყალი - ეს საჭიროა იმისთვის, რომ ღამით გაგრძელდეს შლაკების დაშლა და თირკმლებიდან გამოდევნა. დილით აუცილებელია გაიკეთოთ გამწმენდი ოყნა.
სოფიო ბულაური