შაკიკის მკურნალობისას კარგი იქნება, თუ ხალხურ გამოცდილებასაც გაიზიარებთ.
• ჩაყავით თავი ცხელი წყლით სავსე ჯამში (წყალი გასაძლისად ცხელი უნდა იყოს, იმდენად, რომ თავი არ დაიწვათ). მეორე ვარიანტი: თავი დახარეთ და შეუშვირეთ ცხელ შხაპს, თითებით გაიკეთეთ იმ ადგილის მასაჟი, სადაც ტკივილი ლოკალიზდება.
• ერთი თავი ხახვი შუაზე გაჭერით, ჩამონაჭერი
• იმავე მეთოდით შეგიძლიათ გამოიყენოთ კომბოსტოს ფურცელიც.
• ერთი კოვზი ნაყინი სასის რბილ ნაწილზე მიიდეთ და ადროვეთ, ვიდრე თავად არ გადნება. ამ მეთოდით გრილდება ჰიპოთალამუსი, რომელიც
გავლენას ახდენს შაკიკის შეტევის პროცესზე.
• ნიკაპის ძვალზე თითებით იპოვეთ პატარა ჩაღრმავებები (ნიკაპის წვეროსკენ ორივე მხარეს) და მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ - ტკივილი განელდება.
ამ მეთოდით შეგიძლიათ კბილის ტკივილიც გაიყუჩოთ.
• თუ შაკიკის შეტევა ფსიქოლოგიური დაძაბულობის ფონზე დაგეწყოთ, როგორც კი ტკივილს იგრძნობთ, მაშინვე ქაშაყი მიირთვით.
• შეტევის დაწყებისთანავე უმი კარტოფილი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი და დალიეთ მეოთხედი ჭიქა.
სოფიო ბულაური