28 მარტი, 2016
როგორ გავიყუჩოთ კბილის ტკივილი
თუ უცაბედად კბილი აგტკივდათ და სასწრაფოდ სტომატოლოგთან წასვლას ვერ ახერხებთ, გაიხეხეთ კბილები (ან კბილის ჩხირით გაისუფთავეთ ), ღრულში ანალგინის ნატეხი ჩაიდეთ და ბამბის პატარა ტამპონით დაიფარეთ.

თანაბარი რაოდენობით კარგად აურიეთ ერთმანეთში მარილი, გახეხილი ნიორი და ხახვი და მიღებული მასა ჩაიდეთ მტკივანი კბილის ღრულში. დაიფარეთ ბამბის პატარა ტამპონით.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფუტკრის დინდგელი.

თუ კბილი მარცხენა მხარეს გტკივათ, ერთი კბილი ნიორი გაჭერით შუაზე და მარჯვენა მაჯაზე ზუსტად იმ ადგილას დაიდეთ, სადაც პულსი გესინჯებათ. თუ კბილი მარჯვენა
მხარეს გტკივათ, ნიორი მარცხენა მაჯაზე დაიდეთ - დაიმაგრეთ ბინტით ან ლეიკოპლასტით.

კბილის ტკივილს დაგიამებთ სალბის ნაყენი - რამდენჯერმე, რაც შეიძლება დიდხანს ჩაიგუბეთ მტკივან მხარეს.

გერმანელი მეცნიერები კი ირწმუნებიან, რომ კბილის ტკივილს კარგად აყუჩებს ბუქნები. მედიკოსების თქმით, ბუქნებს ნელი, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელ აბებზე მეტი ეფექტი აქვთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
Mariam makaridze
Didi madloba tkveni xerxi dzalian damexmara
00:50 / 22-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS