1. კონტრასტული შხაპი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა - დაიწყეთ და დაამთავრეთ ცივი წყლის ჭავლით.
გაითვალისწინეთ: კონტრასტული შხაპი რეკომენდებული არ არის იმ ქალებისთვის, რომლებიც ჩვილს ძუძუთი კვებავენ და არც მათთვის, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აწუხებს.
2. დილის აუცილებელი პროცედურები:
დაიბანეთ გრილი წყლით და ყელი და დეკოლტეს ზონა ხელსახოცით შეიმშრალეთ.
წაისვით ასაკის საწინააღმდეგო კრემი - ლავიწის ძვლიდან ნიკაპის
მას შემდეგ, რაც კანი კრემს შეიწოვს, გაიკეთეთ მასაჟი მარილიან წყალში დასველებული პირსახოცის მსუბუქი დარტყმებით.
3. საღამოს პროცედურები:
გამაახალგაზრდავებელი კომპრესი
წაისვით დეკოლტეს ზონასა და ყელზე კრემი და თბილი სველი პირსახოცით შეიფუთეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთით.
სამკურნალო ბალახების კომპრესი
მას გამაჯანსაღებელ კომპრესსაც უწოდებენ. მოამზადეთ გვირილის, სალბის, ცაცხვის ან პიტნის ნაყენი. ცხელ ნაყენში დაასველეთ პირსახოცი , ოდნავ გაწურეთ და შეიფუთეთ ყელი 5-7 წუთის განმავლობაში. სასურველია, პროცედურის შემდეგ ყელი ყინულის კუბიკებით დაიზილოთ.
სოფიო ბულაური