ირანის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. შექმნეს ორი ფოკუს-ჯგუფი, თითოეულში 44 ქალი. 3 თვის განმავლობაში ორივე ჯგუფი ერთი და იმავე სქემით ცდილობდა წონაში კლებას, მხოლოდ ერთი სხვაობით, პირველი ჯგუფის მენიუში დაამატეს 1 ჩ.კ. კვლიავის თესლი. სანელებელს უცხიმო იოგურტს ან სალათს უმატებდნენ.
შედეგი შთამბეჭდავი გამოდგა: პირველი ჯგუფის ქალები 14%-ით მეტ ცხიმს წვავდნენ, ვიდრე მეორე
კვლიავის თესლი შეიცავს ფიტოსტეროლს, რაც სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
თესლი ასევე მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, რკინით. ასტიმულირებს თირკმლის მუშაობას, აქვს შარდმდენი ფუნქცია. ხოლო ორგანიზმში ლიპიდური ცვლის დაჩქარებისა და გაუმჯობესების ხარჯზე, შესანიშნავად წვავს ცხიმს.
ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად კვლიავის თესლის მიღება უნდა შეაგენდეს დღის განმავლობაში 1 ჩაის კოვზს. სანელებელი დაუმატეთ კვერცხის, ხორცის იოგურტის შემცველ კერძს, ასევე იოგურტსა და სალათს.
კვლიავის თესლის უკუჩვენება: მომატებული მჟავიანობა, გასტრიტი, კუჭის წყლული, ნაღველკენჭოვანი დაავადება, გულის ნებისმიერი დაავადება, დიაბეტი. ასევე არ ღირს კვლიავის მიღება ფეხმძიმობისას.
პენი ლეინი