24 მარტი, 2016
თუ დიდხანს ზიხართ ან დგახართ - რა უნდა გააკეთოთ ფეხების დასახმარებლად
თუ სამსახურში დიდხანს გიწევთ ჯდომა, შეეცადეთ, საათში ერთხელ ხუთი წუთით მაინც შეისვენოთ. ამ ხნის განმავლობაში გაიარ-გამოიარეთ, რამდენიმე ბუქნი გააკეთეთ, იხტუნავეთ. ეს გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც თავიდან აგაცილებთ დღის ბოლოს ფეხების დასივებას.
თუ ერთ ადგილზე დიდხანს დგომა გიწევთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ფეხსაცმელებს. მუდმივად ერთი ტიპის ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ - არც მუდმივად ბალეტკებით იაროთ და არც მუდმივად - მაღალქუსლიანებით. უბრალოდ, ხშირად შეუნაცვლეთ ერთმანეთს დაბალ და მარალქუსლიანი ფეხსაცმელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხების ჯანმრთელობისთვის.

თუ ფეხები ხშირად
გისივდებათ და გტკივათ, სპეციალური თეთრეული შეარჩიეთ, ასეთი თეთრეული მჟიდროდ გექნებათ მოჭერილი ფეხებზე - ეს ვენებს მუშაობას აიძულებს, რაც ვარიკოზის კარგი პროფილაქტიკაა.

აქვე შემოგთავაზებთ შინაურ რეცეპტს, რომელიც მოგიხსნით ტკივილს და დაგიცხრობთ შესივებულ ფეხებს:

კომბოსტო და ნიორი

• გადაატარეთ ცომის საბრტყელებელი კომბოსტოს ფურცელზე ისე, რომ წვენი გამოუვიდეს, დაიდეთ ტერფებზე და ბინტით დაიმაგრეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთით. შემდეგ ფეხების აბაზანა მიღეთ და მასაჟი გაიკეთეთ.

• ერთი თავი ნიორი სახეხზე გახეხეთ ან ბლენდერით დააქუცმაცეთ, ნივრის ფაფას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი ან ერთი საათით და მიღებული მასა წაისვით ტერფებზე. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ფეხები სამკურნალო ბალახებისგან მომზადებულ გრილ ნაყენში ჩაყავით, თან დაიზილეთ. აბაზანის შემდეგ კი დაწექით და დაიძინეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS