ყველაზე მიმზიდველი კი გახლავთ ის, რომ ასეთი დიეტა მართლაც არსებობს და ის რეალურად მუშაობს!
რაც ყველაზე მთავარია, იგი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ამიტომ კვების ჩვეული რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის. სწორედ ამ მიზეზის გამო გახდა ეს დიეტა პოპულარული.
დიეტა შეიმუშავა იაპონელმა ჰიროსი ვატანაბემ. პირველად იგი ავტორმა თავის წიგნში "დილის ბანანის დიეტა" წარადგინა.
არსი ძალზედ მარტივია: დილით უნდა მიირთვათ მხოლოდ
დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ მიირთვათ, რაც მოგესურვებათ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავად ვატანაბე დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა წონაში დაკლებას. მან უამრავი დიეტა მოსინჯა, საბოლოოდ კი გადაწყვიტა, დაყრდნობოდა სამეცნიერო ნამუშევრებიდან მიღებულ ცოდნას. მისი მეუღლე, სულიკო, ფარმაცევტი, წიგნის თანაავტორი გახდა.
მათ ერთად მოიფიქრეს გახდომის მეთოდი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. დიეტა განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც სპორტულ დარბაზში ვარჯიში ეზარება.
და, აი, მარტივი ხსნა: ერთი ბანანი და ჭიქა წყალი დილით.
ეს საუზმის ნაცვლად. ყველაზე რთული კი იწყება შემდეგ: როგორ გავძლოთ უჭმელად სადილამდე.
ბანანი მდიდარია რეზისტენტული სახამებლით, რომელიც აქტიურად ასტიმულირებს მეტაბოლიზმს.
ბანანის სახამებელი განსხვავდება კარტოფილის სახამებლისგან.
იგი რეზისტენტულია და ადვილად მოსანელებელი. არ იხსნება წვრილ ნაწლავში და მიემართება პირდაპირ მსხვილ ნაწლავში, სადაც ფერმენტაციის პროცესი იწყება.
ნამდვილად უნდა მივირთვათ თუ არა მხოლოდ ერთი ბანანი საუზმეზე? იხილეთ სრულად