21 მარტი, 2016
თუ მთელი დღე ზიხართ, ეს მარტივი ვარჯიში აუცილებლად უნდა გააკეთოთ
უმოძრაო ცხოვრების წესი ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მთელი დღის განმავლობაში ჯდომისაგან ყველაზე მეტად ზურგი და ხერხემალი იტვირთება. ოფისის მუშაკების აქილევსის ქუსლი სწორედ ზურგია.

შემოგთავაზებთ მარტივ ვარჯიშს, რომელიც ოფისში, სამუშაო ადგილზევე შეგიძლიათ შეასრულოთ და რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ზურგის განტვირთვაში.

ეს ვარჯიში საშუალებას მოგცემთ მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ სიმხნევე და ენერგია.

დადექით სწორად. ხერხემალი და მხრები კარგად გამართეთ. ხელები მაღლა ასწიეთ. შემდეგ, რამდენადაც შეგიძლიათ, უკან წაიღეთ ისე, რომ ბეჭების ძვლები მაქსიმალურად მიუახლოვდეს ერთმანეთს. გაიმეორეთ 10-12-ჯერ. ცოტა
ხნით შეისვენეთ და ვარჯიში კიდევ ერთხელ შეასრულეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS