დღეს ჯანმრთელობისა და სილამაზის გახანგრძლივების უამრავი გზა არსებობს. უმრავლესობა ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სწორ კვებას მიმართავს, რაც ნამდვილად აუცილებელია. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული რაციონი.
აღმოჩნდა, რომ იმ სასარგებლო პროდუქტებს შორის, რომლებიც აქტიურად ებრძვის სიბერისა და სიმსუქნის პირველ ნიშნებს, ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ნუშს.
მეცნიერებმა სხვადასხვა გამოკვლევის საფუძველზე დაადასტურეს, რომ დღეში 30-40 ცალი ნუშის თხილი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანელებს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვის პროცესებს.
მოსაზრებას, რომ ნუშს შეუძლია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში დახმარება, მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ და მათი არგუმენტი ნუშის მაღალი ცხიმიანობაა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ნუშში შემავალი ცხიმების უმეტესობას ორგანიზმი არ შეითვისებს და "ხელუხლებლად" გამოდევნის.
ამიტომაც მიირთვით ნუში და სიბერე და სიმსუქნე ვერ შეგაშინებთ.
სოფიო ბულაური