ნატურალური ბალზამი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზაბთ, არა მარტო ტერფების მოვლაში დაგეხმარებათ, დაღლილ ფეხებსაც დაუბრუნებს სიმსუბუქეს.
ინგრედიენტები:
• 1∕4 ფინჯანი ზეითუნის ზეთი
• 1∕4 ფინჯანი ქოქოსის ზეთი
• 1∕4 ჭიქა კაკაოს კარაქი
• 25 გ ფუტკრის ცვილი
• 25 წვეთი პიტნის ეთერზეთი
• 5 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
• 5 ლავანდის ეთერზეთი
პატარა ქილა
მომზადების წესი:
ფუტკრის ცვილი ადვილად რომ გადნეს, სახეხზე გახეხეთ. ჭურჭელში მოათავსეთ ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი, კაკაოს კარაქი და ფუტკრის ცვილი, შემოდგით ორთქლის აბაზანაზე. როცა ცვილი და კარაქი კარგად გადნება, გადმოდგით და დაუმატეთ ეთერზეთები.
მიღებული მასა მოათავსეთ კონტეინერში და შედგით მაცივარში 6-8 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი:
მეტი ეფექტისთვის მძიმე დღის შემდეგ ფეხები სამკურნალო ბალახების (გვირილა, ორკბილა ან შვიტა) ნაყენში დაითბილეთ.
ტერფები კარგად გაიხეხეთ სკრაბის დახმარებით, სუფთა წყალი გადაივლეთ, გულმოდგინედ გაიმშრალეთ და ბალზამი წაისვით. ჩაიცვით ბამბის წინდები. დადებით შედეგს პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ.
სოფიო ბულაური