21 მარტი, 2016
როგორ მოვუაროთ უსიცოცხლო თმას სახლის პირობებში
დასუსტებულ, უსიცოცხლო თმას ხშირად შინაური ნიღბები უფრო შველის, ვიდრე ძვირად ღირებული კოსმეტიკური სამკურნალო საშუალებები.

პრობლემას სწრაფად და მარტივად რომ გაუმკლავდეთ, რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზაბეთ, რომელთა უცვლელი კომპონენტი გლიცერინია.

ნიღბები

ერთი კოვზი გლიცერინი, ამდენივე ვაშლის ძმარი და ერთი კვერცხის გული კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ ორ-ორი კოვზი ბირკავასა და აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ თმაში, გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში და ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ.

ნიღაბი გაიკეთეთ რეგულარულად კვირაში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში. ის საუკეთესოდ ატენიანებს და აღადგენს დაზიანებულ და დასუსტებულ თმას.
საერთოდ, გლიცერინი შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ კოსმეტიკურ ნიღაბს.

ცხიმიანი და ნორმალური თმისთვის

• ორი კვერცხის გული, ერთი კოვზი გლიცერინი და ორი წვეთი ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთი კარგად აურიეთ ერთმანეთში და წაისვით თმაზე. 15 წუთის შემდეგ ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ.

• ერთმანეთში თანაბარი პროპორციით შეურიეთ არაყი და გლიცერინი, მიღებული მასა წაისვით თმაზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

შამპუნი

აქ ორი ვარიანტია: შეგიძლიათ ცოტაოდენი გლიცერინი ჩვეულებრივ შამპუნში ჩაამატოთ და შეგიძლიათ თავად მოამზადოთ:

200 მილიგრამ გვირილის, ჭინჭრის ან კალენდულის (გულყვითელას) ნახარშს დაუმატეღ 2 კოვზი საპნის ჩამონათალი ბურბუშელა (კარგად აურიეთ, რომ მთლიანად გადნეს) და ერთი კოვზი გლიცერინი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS