• ზედმეტი ჭამა - რატომ აძალებთ ბავშვს შეჭამოს მთელი თეფში საჭმელი, თუ არ უნდა? არ უნდა? არ დააძალოთ! თუ ბავშვი ძალიან უჭმელია,
• გაზიანი სასმელები - რა საჭიროა?! ხომ არსებობს კომპოტები, ხილ-ბოსტნეულის წვენები, წყალი, რძე! საბედნიეროდ, საქართველოში წლის ნებისმიერ დროს შეიძლება ნატურალური ხილ-ბოსტნეულისა და ჩირებისაგან წვენებისა და კომპოტების მომზადება. მოარიდეთ ბავშვები კოკა-კოლას, სპრაიტსა და პეპსის, ნურც მინერალურ სასმელს შეაჩვევთ. ნებისმიერი ტკბილი გაზიანი სასმელი, გარდა იმისა, რომ უამრავ კალორიას შეიცავს, ძლიერი ალერგენიცაა.
• ტკბილეული - არ ღირს ბავშვის ტკბილეულით განებივრება. ძალიან ადვილია მისცე კანფეტი და გააჩუმო, მაგრამ ისწავლეთ ბავშვის რაციონის გაკონტროლება.
• ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი - კომფორტი არა მარტო უფროსებს, ბავშვებსაც ძალიან იზიდავთ. ბავშვები თანდათან ზარმაცდებიან. დღევანდელი ბავშვები სულ უფრო იშვიათად თამაშობენ ეზოში, ძირითადად კომპიუტერებთან სხედან. ეზოში თუ ჩადიან, იქაც მობილურებს ჩასცქერიან. თუ საშუალება გაქვთ, ჯობს, ბავშვი სპორტულ წრეზე მიიყვანოთ.
• რეკლამა - ბავშვები ხშირად ითხოვენ რეკლამაში ნანახი შოკოლადისა და სხვა ტკბილეულის ყიდვას. გახსოვდეთ - პოპულარული არ ნიშნავს სასარგებლოს! ამიტომაც აუხსენით, რომ ყველაფრის ჭამა არ შეიძლება და არ დაუთმოთ ამ საკითხში.
სოფიო ბულაური