რაც შეეხება მიზეზებს, რატომ არ გამოგადგებათ ხილის წვენი გახდომისას, აი ისინი:
1. ხილის წვენი ორგანიზმს უხვად ამარაგებთ შაქრით, უფრო
2. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ფრუქტოზა თითქმის ისევე აზიანებს ღვიძლს, როგორც ალკოჰოლური სასმელი. ფრუქტოზის ხანგრძლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი წონა, გულისა და კუჭის პრობლემები. ფრუქტოზის მეტაბოლიზმის პროცესში ფორმირებული ცხიმმჟავები შეიძლება დაგროვდეს ღვიძლსა და კუნთოვან ქსოვილებში და ორგანიზმში სრული ქაოსი შექმნას.
3. გლუკოზა შაქრის კიდევ ერთი სახეობაა, რომელსაც ხილი შეიცავს. ის ხელს უწყობს შიმშილის ჰორმონის ბალანსის დაცვას. თუმცა ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით მიღებული გლუკოზი შედეგად განვითარებული პროცესები უფრო ააქტიურებს საკვების მიღების მოთხოვნილებას.
4. მეცნიერები ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სწორი კვების მიმდევრებს ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ მწვანე ბოსტნეულის წვენებს და შეეცადონ შეზღუდონ ნებისმიერი სახის შაქრის მოხმარება. წესის დაცვა მნიშვნელოვანია ხილის გამოყენების დროსაც, განსაკუთრებით, თუ სპორტით ხართ დაკავებული და იდეალური ფორმების მიღწევას ცდილობთ.
სოფიო ბულაური