18 მარტი, 2016
ვინ უნდა ჭამოს ნუში, თევზი და ბოსტნეული
მეტი ყურადრება და გულმოდგინება რომ გამოვიჩინოთ, შევამჩნევთ, რომ სწორად შერჩეულ რაციონს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემის აცილება შეუძლია ჩვენთვის. სპეციალისტები რამდენიმე რჩევას გვათავაზობენ, მათი გათვალისწინება ბევრად შეგვიმსუბუქებს ამა თუ იმ დაავადებასთან გამკლავებას, თანაც ისე, რომ შესაძლოა, ექიმიც კი არ დაგვჭირდეს.

ნუში - ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად

თუ თავს უგუნებოდ გრძნობთ და ქუჩაში უმიზნოდ ხეტიალის სურვილმა შეგიპყროთ, სასწრაფოდ მიირთვით ნუშიანი შოკოლადი. გარდა იმისა, რომ გუნება გამოგიკეთდებათ, როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, შოკოლადით დაფარული ნუში, მასში შემავალი Е ვიტამინის წყალობით, თავიდან
აგაცილებთ ან დიდი ხნით გადაავადებს ალცჰეიმერის დაავადებას.

Е ვიტამინის ანტიოქსიდანტური თვისებები აფერხებს ტვინის ფუნქციის მოშლას, რომელიც თან ახლავს ასაკის მატებას. Е ვიტამინის დღიური ნორმის შესავსებად სულ რაღაც 60 გრამი ნუშიანი შოკოლადი დაგჭირდებათ.

თევზი - სუნთქვის გასაადვილებლად

თევზი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ხელს უწყობს ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესებას და ამცირებს ასთმური შეტევების სიხშირეს. სასწრაფო დახმარების ექიმები მაგნიუმს ხშირად იყენებენ მწვავე ასთმური შეტევის სამკურნალოდ. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ის პაციენტები, რომლებიც მაგნიუმის ნაკლებობეს განიცდიან, გაცილებით მეტ დროს ატარებენ სტაციონარში. ასე რომ, თუ ასთმა გაწუხებთ, რაც შეიძლება ხშირად მიირთვით თევზი და ზღვის პროდუქტები.

ბოსტნეული - სახსრებისთვის

ბოლოდროინდელმა მეცნიერულმა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო მეტ მოხარშულ ბოსტნეულს მიირთმევთ, მით უფრო შემცირდება ართრიტების რისკი. მეცნიერები ამას შემდეგნაირად ხსნიან: თერმული დამუშავებისას ბოსტნეულის უჯრედების კედლები ირღვევა და ორგანიზმი მეტ საკვებ ნივთიერებას ითვისებს. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იკვებება და დაავადების განვითარების რისკიც მცირდება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS