17 მარტი, 2016
როგორ მოვიშუშოთ ჭრილობა სწრაფად ბებიების რეცეპტით
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბავშვები უფრო მეტ დროს ატარებენ ეზოში, უფროსები კი - აგარაკებზე, ბაღებში. თუ შემთხვევით ბავში წაიქცა და მუხლი გადაიყვლიფა ან ბაღში მუშაობისას ხელი გაგეჭრათ, ნუ შეშინდებით და რაც მთავარია ნუ დაიბნევით.

უპირველეს ყოვლისა, ინფექცია რომ არ შეგეჭრეთ, ნატკენი ადგილი უნდა მოიბანოთ. თუ სამედიცინო საშუალება არ გაქვთ, მის მაგივრობას ჩვეულებრივი სარეცხი საპონი გაგიწევთ.

ჭრილობას ადვილად მოიშუშებთ ხალხური რეცეპტების დახმარებით.

• სამ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფურცლებს დაასხით 250 მილიგრამი რძე, დავზე დაახურეთ და ადუღეთ ნელ
ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით, დააყოვნეთ 10 წუთით და გადაწურეთ. გამოიყენეთ კომპრესის სახით.

• ახალ ჭრილობაზე შეგიძლიათ დაიდოთ დანაყილი ძახველი ან მისი ქერქი, რომელიც ჯერ მდუღარე წყალით უნდა დათუთქოთ.

• მიშვებული, ინფექციური ჭრილობისთვის: თანაბარი რაოდენობის სალბისა და კრაზანის ნედლი ბოთლები გაქენით ღორის მუცლის ქონთან ერთად. მიღებული მასა დაიდეთ ჭრილობაზე და შეიხვიეთ.

• 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ლაშქარას (შავბალახა) ფესვს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და გადაწურეთ, წრილობისთვის გამოიყენეთ კომპრესების სახით.

• თუ მთელი სხეული დაკაწრული გაქვთ, მუხის ქერქის აბაზანა გიშველით:

ერთი კილოგრამი დაქუცმაცებული ხმელი მუხის ქერქი რამდენიმე საათით დაალბეთ, შემდეგ კი 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ 5-10 ლიტრ წყალში. გადმოდგით, დააყოვნეთ 10 წუთით და აბაზანაში ჩაასხით.

ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტების შეძენა აფთიაქში შეგიძლიათ. აგარაკზე კი შეიძლება საკუთარი ხელითაც მოკრიფოთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS