კოსმეტიკური ყინულის კუბიკების მომზადება სხვადასხვა და რაც მთავარია, ადვილად ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით შეიძლება.
ძალიან უხდება ყველა ტიპის კანს მინერალური წყლის ყინულის ნატეხები.
ყინულის კუბიკების მოსამზადებლად შეგიძლიათ, ასევე, გამოიყენოთ გვირილის, ოხრახუშის, ევკალიპტის ან მწვანე ჩაის ნახარში:
1 სადილის კოვზ თქვენთვის სასურველ ზემოჩამოთვლილ ინგრედიენტს დაასხით
შეგიძლიათ მოამზადოთ "ვერცხლის" ყინული. ამისთვის წყალში ჩადეთ ვერცხლის კოვზი ან მონეტა, დატოვეთ 1-2 დღით, შემდეგ ამოიღეთ, წყალი კი ჩვეულებრივად გაყინეთ. ვერცხლს უნიკალური ბაქტერიციდული თვისებები აქვს.
თანაბარი პროპორციით გაზავებული რძისა და წყლის ყინულის კუბიკები ნაკლებად შესამჩნევს გახდის თვალებთან გაჩენილ წვრილ ნაოჭებს, ანუ როგორც მათ სხვაგვარად უწოდებენ, "ბატის ფეხებს".
ფორთოხლის წვენის ყინულს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს: ნახევარი ფორთოხლის წვენი გააზავეთ ანადუღარ ცივ წყალში. გაწურეთ მარლაში, ჩაასხით ფორმებში და გაყინეთ.
ყინულისთვის ნახარშის მოსამზადებლად ბალახები შეარჩიეთ კანის ტიპის მიხედვით.
მშრალი კანისთვის: მრავალძარღვა, ოხრახუში, პიტნა, კრაზანა, გვირილა.
ცხიმიანი კანისთვის: გვირილა და კალენდულა, ქრისტესისხლა და კალენდულა.
სოფიო ბულაური