17 მარტი, 2016
რამდენად საზიანოა მზესუმზირა ჯანმრთელობისთვის, ნუ იჩქარებთ ამ პროდუქტის ნაგავში გადაგდებას
მზესუმზირა საკმაოდ კალორიული პროდუქტია - 100 გრ მზესუმზირა 500 კლ მეტს შეიცავს, ისევე როგორც შოკოლადი და კაკალი. გარდა ამისა, მზესუმზირას უმად იშვიათად მიირთმევენ, ამიტომ მას ემატება ზეთი და მარილიც.

თუ მზესუმზირას კბილებით არჩევთ, ამ დროს ზიანდება კბილის ემალი. მისი ნარჩენები კი ხშირად კბილებში რჩება, უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ და კარიესსაც იწვევს.
დიდი რაოდენობით მზესუმზირა გულძმარვას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრომლემებსაც გამოიწვევს.

შეძენილი მზესუმზირის მარცვლები შესაძლოა შეიცავდეს კადმიუმს, რაც უარყოფითად აისახება გულის მუშაობაზე. ზეგავლენას ახდენს ხმის იოგებზე. შესაძლოა
თქვენ ვერაფერი შენიშნოთ, მომღერლებს კი მზესუმზირის მირთმევა ეკრძალებათ.

მზესუმზირის სასარგებლო მხარეები

თუ უკვე გადაწყვიტეთ ამ მავნე პროდუქტის ნაგვის ყუთში მოსროლა, ნუ იჩქარებთ - მას სასარგებლო თვისებებიც აქვს.

იცოდით, რომ მზესუმზირა ბანანაზე მეტ კალიუმს შეიცავს? კალიუმი კი თქვენს ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება. ამას გარდა შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ფოლიუმის მჟავას, იოდს, სელენს, თუთიას. საერთო ჯამში, მზესუმზირა დადებითად აისახება კბილებზე, თმებზე, ფრჩხილებსა და კანზე.

ის თითქმის ყველა ვიტამინის შემცველია: A, B, D, E და ცოტაოდენი C ვიტამინი. აქედან გამომდინარე მზესუმზირა ხანდახან სასარგებლოცაა.

გარდა ამისა, მზესუმზირა მოწევაზე თავის დანებებაში გეხმარებათ. მანამდე სიგარეტით დაკავებული თითები რაიმეთი უნდა დაკავდეს და ამ დროს მზესუმზირა შესანიშნავია, დაგამშვიდებთ.

შესაბამისად არ არის აუცილებელი მზესუმზირა საბოლოოდ ამოიღოთ რაციონიდან, თუმცა ნუ მიირთმევთ ყოვედღიურად!

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS