16 მარტი, 2016
კაკალი ჭიებს კლავს - როგორ ვუმკურნალოთ ბავშვებს
საქათველოში ნიგვზის კულინარიული შესაძლებლობები ყველამ იცის, საონტერესოა, როგორ იყენენბენ მას ხალხურ მედიცინაში. აი, რამდენიმე რეცეპტი.

თუ თქვენს პატარას მუცლის ჭია აწუხებს, 4 ცალი მწვანე, უმწიფარი კაკალი დააქუცმაცეთ, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთით და გადაწურეთ. დაალევინეთ ბავშვს ცოტ-ცოტა მთელი დღის განმავლობაში. სასურველია, სასაქმებელ საშუალებასთან ერთად.

ბავშვის ორგანიზმის მოსაძლიერებლად ავადმყოფობის შემდეგ: 1 ჭიქა ნიგოზი, 2 ლიმონი კანიანად და 300 გრამი გარგარის ჩირი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებულ მასას დაუმატეთ 100 გრამი თაფლი და კარგად აურიეთ.
შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დილით ან უბრალოდ, ერთხელ დღეში.

ბრონქებისთვის: 30 ცალი მწვანე, უმწიფარი კაკალი დააქუცმაცეთ და დაასხით იმდენი სპირტი, რომ მთლიანად დაფიაროს. გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და ნაყენი ცალკე შეინახეთ. დარჩენილ კაკალს კი დააყარეთ შაქარი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში - მიიღებთ ლიქიორს.

ნაყენი უნდა დალიონ უფროსებმა, ლიქიორი კი ბავშვებმა 1-2 ჩაის კოვზი დღეში ჭამის შემდეგ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS