15 მარტი, 2016
ხალხური რეცეპტები ქერტლის წინააღმდეგ - უკეთეს შედეგს მედიკოსებიც კი აღიარებენ
ქერტლთან ბრძოლა ხშირად ხალხური რეცეპტებით უფრო ეფექტურია. ბუნებრივი ინგრედიენტები ბევრად უსაფრთხოა და უკეთეს შედეგს მედიკოსებიც კი აღიარებენ. ასე რომ, თავად ექიმებიც ხშირად უწევენ მათ რეკომენდაციას.

• 3-5 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ჭინჭარს დაასხით ერთი ჭიქა წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში წყლის ორთქლზე. შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და შეიზილეთ თავის კანში ყოველდღე.

• 4 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და მიღებული თბილი ნაზავი შეიზილეთ თავის
დაბანამდე ერთი საათით ადრე.

• ერთმანეთში აურიეთ 2 კვერცხის გული და ნახევარი ლიმონის წვენი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ბირკავას ზეთი. შეიზილეთ თმის ძირებში დაბანამდე 15-20 წუთით ადრე.

• ერთმანეთში აურიეთ 1 სადილის კოვზი ხახვის წვენი, 2 სადილის კოვზი არაყი და 1 სადილის კოვზი აბუსალათინის ზეთი. შეიზილეთ თმის ძირებში თავის დაბანამდე 1 საათით ადრე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS